ტრამპმა ორბანი შეაქო იმის გამო, რომ ის თავის ქვეყანაში მიგრანტებს არ უშვებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეაქო იმის გამო, რომ ის საკუთარ ქვეყანაში მიგრანტებს არ უშვებს.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ორბანი სძულთ სხვა ლიდერებს, მაგრამ ის „შესანიშნავ საქმეს აკეთებს“.
„იცით, რამდენი ადამიანი შეუშვა მან [ორბანმა] საკუთარ ქვეყანაში? ნული. და მას არანაირი პრობლემა არ აქვს. მან საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებიდან რამდენიმე უკრაინელი მიიღო, მაგრამ ძირითადად, არავინ“, - თქვა ტრამპმა.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ პოლონეთმაც „შესანიშნავი სამუშაო გასწია“. ტრამპის თქმით, პოლონეთის ახალი პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი შესანიშნავი ლიდერია.





