ავსტრალიის ოპოზიციური „ლიბერალური პარტია“ წარადგენს კანონპროექტს, რომელიც პოლიციისა და სასამართლოებისთვის უფრო მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს სიძულვილით მოტივირებული მიტინგების შესაჩერებლად
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ავსტრალიის ოპოზიციური „ლიბერალური პარტია“ პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც პოლიციისა და სასამართლოებისთვის უფრო მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს სიძულვილით მოტივირებული მიტინგებისა და უქმე დღეებში მუდმივი დარღვევების შესაჩერებლად. ინფორმაცია პარტიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ახალი ინიციატივით, პროტესტის მონაწილეებს წელიწადში სამი უფასო აქციის მოწყობის უფლება ექნებათ. ამის შემდეგ ჯგუფებს შეიძლება მოეთხოვოთ გადასახადი პოლიციის მიერ გამოყენებული რესურსებისთვის, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაო და საგზაო მოძრაობის კონტროლი.
სასამართლოებმა პროტესტის დამტკიცებამდე უნდა გაითვალისწინონ რეალური შედეგები, მათ შორის, გადასახადის გადამხდელების დანახარჯები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დონე, ერთი და იმავე ჯგუფის მიერ საპროტესტო აქციების სიხშირე და ადგილობრივ ბიზნესებსა და მუშაკებზე ეკონომიკური ზეგავლენა.
კანონპროექტით საპროტესტო აქციებზე სახის დამცავი საშუალებების ტარება აიკრძალება, თუ ისინი ვინაობის დასამალად ან პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად გამოიყენება.





