ტრამპი წუხს, თუ რა დაემართა ევროპას მიგრაციის გამო
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა უკვე „ის აღარ არის, რაც იყო“, რადგან მასობრივი მიგრაცია კონტინენტზე კვლავ გრძელდება.
ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუს დროს თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა: „ვწუხვარ, ვხედავდე, თუ რა მოხდა ევროპაში მიგრაციის კუთხით. პირველ რიგში იმიგრაციაზე მეფიქრება, ხოლო შემდეგ ცუდ სატარიფო პოლიტიკაზე“.
„ვითარებას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ ევროპა უკვე ის აღარ არის, რაც იყო. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანი [ევროპა], მაგრამ თითქმის მთლიანი“, - დასძინა მან.
ტრამპის განცხადებით, ევროპაში არის „ერთი-ორი“ ადგილი, სადაც მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ არ არსებობს.





