12 ნოემბერი 2025, 17:36
უკრაინულმა ჯარმა ზაპოროჟიეს ოლქში უკან დაიხია
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ წარმოებული ინტენსიური ცეცხლის გამო ზაპოროჟიეს ოლქის რამდენიმე სოფელი დატოვა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დატოვეს სოფლები პრივოლნოე, ზელიონი გაი, რავნოპოლიე, პავლოვკა, ვორონოე, სტეპნოე და ნოვოპავლოვსკოე.
ამასთან ერთად, როგორც უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში წინ წაწევას ცდილობს, თუმცა დიდ დანაკარგებს განიცდის. მხოლოდ გასულ ერთ დღეში უკრაინამ 58 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია და კიდევ 30-ის დაჭრა შეძლო.





