11 ნოემბერი 2025, 02:03
ტრამპი სირიის პრეზიდენტზე: ხალხი ამბობს, რომ მას რთული წარსული ჰქონდა - ჩვენ ყველას გვქონდა რთული წარსული
მსოფლიო

დონალდ ტრამპი აჰმედ ალ-შარაა
ფოტო: Anadolu
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან „კარგად ურთიერთობს“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ სირიასთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისრაელთან ერთად მუშაობს.
სირიის პრეზიდენტის შესახებ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ვაშინგტონის ტერორისტულ „შავ სიაში“ იყო, ტრამპმა თქვა:
„ხალხი ამბობს, რომ მას რთული წარსული ჰქონდა. ჩვენ ყველას გვქონდა რთული წარსული“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.





