სასამართლომ ნიკოლა სარკოზის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი
ფოტო: Getty Images
პარიზის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო მის გათავისუფლებას მკაცრი მეთვალყურეობით დათანხმდა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს საფრანგეთის დატოვება ეკრძალება.
მანამდე პროკურატურამ სარკოზის ციხიდან გათავისუფლება და მისი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანა მოითხოვა. ციხიდან გათავისუფლების პირობად პროკურატურამ სარკოზისთვის საქმეში ბრალდებულებთან და მოწმეებთან კონტაქტის აკრძალვა დაასახელა.
სარკოზი პარიზის ლა-სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს შეასახლეს. პატიმრობა მას საარჩევნო კამპანიის დროს მუამარ კადაფის მთავრობის მიერ უკანონო დაფინანსების საქმეზე შეუფარდეს. სარკოზი საფრანგეთის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც რეალური პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.





