ჩიკაგოში ICE-ს ოფიცრების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სროლა იყო
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ჩიკაგოში სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის (ICE) ოფიცრების წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის დროს სროლა იყო. ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, უცნობმა ადამიანმა სამართალდამცველებს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა, თუმცა არავინ დაშავებულა. შეიარაღებულ პირზე ძებნაა გამოცხადებული.
ამერიკის სასაზღვრო და საიმიგრაციო პოლიტიკის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტომ ჰომანი აცხადებს, რომ ოფიცრების მიმართ ძალადობა მემარცხენეთა პოლიტიკური რიტორიკით არის გაღვივებული და შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. ჩიკაგოში არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე მოქალაქე გზის გადაკეტვის გამოც დააკავეს.





