10 ნოემბერი 2025, 09:41
აშშ-ში მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ამერიკელმა სენატორებმა მიიღეს შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ დასრულებას უხსნის გზას.
სენატში რესპუბლიკელებთან შეთანხმებულ გეგმას დემოკრატი კანონმდებლების ჯგუფმა დაუჭირა მხარი.
40-დღიანი ჩიხის შემდეგ, ეს პროგრესის პირველი ნიშანია, მაგრამ პროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს.
იმის გამო, რომ კანონმდებლებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ბოლო კვირების განმავლობაში, ასობით ათასი სახელმწიფო მოხელე ხელფასის გარეშეა დარჩენილი და სერვისების მიწოდება მთელი აშშ-ის მასშტაბით შეფერხდა.





