რობერტ ფიცო: ჩვენ ომის დასრულება გვსურს თუ გამწვავება? უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს გამოყოფას ვაპირებთ, რომ ომი გაგრძელდეს? რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ომი კიდევ 2 წლით გაგრძელდება
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: Getty Images
სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების, უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას არ დათანხმდება - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა ომს კიდევ უფრო გაამწვავებს, სლოვაკეთს კი უკრაინაში ომის დასრულება სურს.
„სლოვაკეთი გაყინული აქტივების ჩამორთმევის არცერთ სამართლებრივ და ფინანსურ სქემაში არ მიიღებს მონაწილეობას, თუ ეს თანხები უკრაინის სამხედრო ხარჯებს მოხმარდება. ჩვენ ომის დასრულება გვსურს თუ გამწვავება? უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს გამოყოფას ვაპირებთ, რომ ომი გაგრძელდეს? რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ომი კიდევ 2 წლით გაგრძელდება“, - განაცხადა ფიცომ.





