07 ნოემბერი 2025, 11:30
რუსული მედია: რუსეთის ბიუჯეტში გაზისა და ნავთობის შემოსავლების მაჩვენებელმა ოქტომბერში 30%-ით იკლო
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
რუსეთის ბიუჯეტში გაზისა და ნავთობის შემოსავლების მაჩვენებელმა ოქტომბერში 30%-ით იკლო. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის თანახმად, ბიუჯეტში შემოსავლების კლების მიზეზი ნავთობის ფასის შემცირებასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული კომპანიებისთვის, „როსნეფტისა“ და „ლუკოილისთვის“ დაწესებული სანქციებია, რომლებზეც ექსპორტის ნახევარი მოდის.
ამერიკული სანქციების გამო რუსეთი აზიის ბაზრებსაც კარგავს.





