07 ნოემბერი 2025, 09:12
პოლონეთში ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება
მსოფლიო

ფოტო: Chancellery of the Prime Minister Republic of Poland
გაზიარება
პოლონეთში ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება. ქვეყნის მთავრობის ცნობით, ტრენინგი მოიცავს როგორც საბაზისო სამხედრო მომზადებას, ასევე სპეციალიზებულ კურსებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებზე.
სწავლა უქმე დღეებში ჩატარდება, მოქალაქეები კურსებზე ჩაწერას, სპეციალური ინტერნეტ ბმულით შეძლებენ. სამხედრო მომზადების კურსები 22 ნოემბერს დაიწყება.





