დონალდ ტრამპი სამხრეთ აფრიკაში „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება.
ამერიკის პრეზიდენტი უარს ამბობს შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩასვლაზე. ტრამპმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას კომუნისტური ტირანია უწოდა და თქვა, რომ იქ „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეხვედრა არ უნდა იმართებოდეს.
„როგორ უნდა ელოდონ ჩვენს ჩასვლას სამხრეთ აფრიკაში, „დიდი ოცეულის“ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე, სადაც მიწის კონფისკაცია და გენოციდი საუბრის მთავარი თემაა?“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
„დიდი ოცეულის“ სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-23 ნოემბერს გაიმართება.





