პენტაგონმა უცხოპლანეტელების შესაძლო არსებობაზე ორი ვიდეო გაავრცელა
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პირველად ილაპარაკა ხმამაღლა პროგრამაზე, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლის მიზნით ხორციელდებოდა 2007-2012 წლებში. აღმოაჩინეს თუ არა "სხვა სიცოცხლე", ეს უცნობია, მაგრამ ოფიციალურ ვიდეოებში დაფიქსირებულია რამდენიმე მფრინავი ობიექტი, რომელთა ფრენაც არსებული სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან ამოვარდნილია.
"საჰაერო საფრთხეების შემსწავლელი პროგრამა" 2007-2012 წლებში მიმდინარეობდა. ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაუდასტურა ისეთ გამოცემებს, როგორებიც არიან The New York Times, Politico და The Washington Post-ი.
ამასთან, გამოცემებს სწორედ პენტაგონმა მიაწოდა კვლევისას გადაღებული კადრები, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია ასახული.
პროგრამაზე აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან 22 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა.





