საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნეს
მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი
ფოტო: AFP
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. მას ბრალად სხვა დანაშაულების ჩადენაც ედებოდა, თუმცა, სასამართლომ სხვა საქმეებზე ის გაამართლა.
საფრანგეთის პროკურატურა სარკოზის პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში სდებდა ბრალს.
სარკოზის ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა.
თავად სარკოზი ბრალდებას უარყოფდა.





