11 დეკემბერი 2017, 14:21
პუტინმა სირიიდან რუსული ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში რუსულ ავიაბაზა ხმეიმში პირველად ჩავიდა. მას იქ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დახვდნენ.
"ინტერფაქსის" ცნობით, პუტინმა სირიიდან რუსული ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.
ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვება მოსკოვში 6 დეკემბერს განაცხადეს. კრემლის თქმით, სირიაში არ დარჩა არცერთი დასახლებული პუნქი, რომელიც ტერორისტებისგან არ გაათავისუფლეს.





