09 ივლისი 2025, 17:30
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტუ ფონ დერ ლაიენის გადადგომას ემხრობა
მსოფლიო

ფიდიას პანაიოტუ
ფოტო: Facebook
გაზიარება
ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას ემხრობა დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტუ. მან ურსულა ფონ დერ ლაიენის „ფაიზერგეითის“ სკანდალის შესახებ ვიდეო-კლიპი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ევროდეპუტატი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ნდობა დაკარგა და დროა ჩადენილ გადაცდომებზე პასუხი აგოს.
— Fidias Panayiotou (@Fidias0) July 9, 2025
ევროპარლამენტი ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 10 ივლისს უყრის კენჭს. ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა ფაიზერგეითის სკანდალის და გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო დააყენეს.





