09 ივლისი 2025, 17:06
ვიქტორ ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომას უჭერს მხარს
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაყენებას მხარს უჭერს და სოციალურ ქსელში X მის ევროკომისიის პრეზიდენტის ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „წასვლის დროა”.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) July 9, 2025
ევროპარლამენტი ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 10 ივლისს უყრის კენჭს. ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა ფაიზერგეითის სკანდალის და გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო დააყენეს.





