24 ნოემბერი 2017, 15:57
ეგვიპტეში მეჩეთში აფეთქება მოხდა
მსოფლიო

გაზიარება
ეგვიპტეში მეჩეთში აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. თუმცა, ცნობილია, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც. ტელეარხი Sky News Arabia-ს ცნობით, სულ მცირე 50 ადამიანია დაღუპული. თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა.





