25 იანვარი 2025, 17:33
„ჰამასმა“ კიდევ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
„ჰამასმა“ კიდევ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ისინი ღაზაში „წითელ ჯვარს“ გადასცეს. ოთხივე მათგანი ქალია. მათ 200-მდე პალესტინელ პატიმარში გაცვლიან. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.
უახლოეს მომავალში კი „ჰამასი“ გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებ, რომლებსაც ეტაპობრივად, მომდევნო 5 კვირის ვადაში გაათავისუფლებენ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ გასულ კვირას სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
შეთანხმების პირველ ეტაპზე 33 ისრაელელი მძევალი უნდა გათავისუფლდეს.





