ვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში მარცხი აღიარა
მსოფლიო

ალექსანდარ ვუჩიჩი
ფოტო: EPA/Shutterstock
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა.
„ჯერ კიდევ არ გვაქვს საბოლოო შედეგები, მაგრამ ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა: მათ 135-დან 140-მდე ადგილი ექნებათ, ჩვენ კი 105“, - განაცხადა ვუჩიჩმა სერბული პროგრესული პარტიის შტაბში გამოსვლისას.
25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გადადგა, გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავდა. მის მთავარ მეტოქეს მოძრაობა „სტუდენტური სია - სტუდენტები იმარჯვებენ“ წარმოადგენდა, რომელიც ფორმალურად სულ რაღაც ერთ თვეზე მეტია, რაც შეიქმნა, თუმცა პრაქტიკულად ქვეყანაში ჯერ კიდევ 2024 წლიდან დაწყებული პროტესტიდან ჩამოყალიბდა.





