თურქეთში ტერორისტული აქტი მოხდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე - დაშავდა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
მისი თქმით, ტერორისტული აქტი თურქულ აეროკოსმოსურ ობიექტ „თუსაშში“ მოხდა, რომელიც ანკარის კაჰრამანკაზანის რაიონში მდებარეობს.
„სამწუხაროდ, ამ თავდასხმის შედეგად ჩვენ გვყავს გარდაცვლილები და დაშავებულები“, - დაწერა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Türk Havacılık ve Uzay Sanayii AŞ. (TUSAŞ) Ankara Kahramankazan tesislerine yönelik terör saldırısı gerçekleştirilmiştir.
— Ali Yerlikaya (@AliYerlikaya) October 23, 2024
Saldırı sonrası maalesef şehit ve yaralılarımız bulunmaktadır.
Şehitlerimize Allah’tan rahmet; yaralılarımıza acil şifalar diliyorum.
Gelişmelerden kamuoyu…





