11 ნოემბერი 2017, 16:38
ფრანგი პოლიტიკოსები მუსლიმების საჯარო ლოცვის წინააღმდეგ გამოვიდნენ
მსოფლიო

გაზიარება
100-მდე ფრანგი პოლიტიკოსი პარიზის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა. ისინი ქუჩებში მუსლიმი ადამიანების საჯარო ლოცვის წინააღმდეგნი არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აქციის მონაწილეების თქმით, საჯარო ლოცვა არღვევს საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალიწინებულ საჯარო სივრცის წესს, ამის გამო აქციის დროს 200-მდე მუსლიმი მლოცველი კლიშის ქუჩიდან გააძევეს. ადგილობრივმა მუსლიმებმა განაცხადეს, რომ თავი ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნეს.
საფრანგეთში დღეს 5 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს.





