პუტინი და ტრამპი სირიის კონფლიქტის მოგვარების გზებზე შეთანხმდნენ
მსოფლიო
ფოტო: Twitter
ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის სამინისტის ფარგლებში რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები სირიის პრობლემის მოგვარებასა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც დასავლური მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი თანხმდებიან, რომ აუცილებელია სირიის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. ხოლო ქვეყანაში არსებული კონფლიქტი ძალისმიერი გზებით არ უნდა გადაიჭრას. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა დაადასტურებს, რომ აუცილებელია დეესკალაციის ზონების არსებობა.
„პრეზიდენტები პუტინი და ტრამპი ადასტურებელ დეესკალაციის ზონების არსებობის აუცილებლობას სირიაში, როგორც ძალადობის შემცირების დროებით ზომას, ასევე საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების, ჰუმანიტარული საკითხის მოგვარების და კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოწესრიგების საჭიროებას. პრობლემის პოლიტიკური მოგვარების გზები გაეროს რეზოლუციის ООН 2254-ის შესაბამისად, ჟენევის პროცესის ფარგლებში უნდა მოიძებნოს,“- ნათქვამია განცხადებაში.
სამიტის ფარგლებში, ფოტოსესიამდე ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს გაესაუბრნენ.
Watch Trump and Putin arrive together for the official APEC "family photo"https://t.co/sSuCjKml11 pic.twitter.com/NtJOtgdlua
— Bloomberg (@business) 11 ноября 2017 г.





