02 ნოემბერი 2017, 18:20
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნად გევინ უილიამსონი დაინიშნა
მსოფლიო

გევინ უილიამსონი
გაზიარება
მაიკლ ფელონის გადადგომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მდივანი გევინ უილიამსონი გახდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
41 წლის უილიამსონი კონსერვატიული პარტიის წევრია. ის დეპუტატად 2010 წელს აირჩიეს. 2016 წლიდან კი საპარლამენტო ორგანიზატორის პოსტს იკავებდა.
მაიკლ ფელონი თანამდებობიდან გუშინ გადადგა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტის ბრალდება გახდა. ჯულია ჰარტლი-ბრიუვერის მტკიცებით, 2002 წელს კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ფელონმა მას მუხლზე ხელი დაადო, რის გამოც ჟურნალისტი მას სახეზე სილის გარტყმით დაემუქრა.





