ტრამპის შტაბის ყოფილი უფროსი და მისი პარტნიორი სამართალდამცველებს ჩაბარდნენ
მსოფლიო

პოლ მანაფორტი
ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა ორგანოებმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორ რიკ გეითსს ბრალი 12 პუნქტში წაუყენეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, მანაფორტს და გეითს ბრალად ედებათ "აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით, ასევე მოქმედება დაურეგისტრირებელი უცხოელი აგენტის სახელით, ცრუ ჩვენებების მიცემა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონის (FARA) ფარგლებში და უცხოური საბანკო ანგარიშების დამალვა".
JUST IN: Paul Manafort, Rick Gates indicted by federal grand jury on 12 charges, including conspiracy against the US https://t.co/UIpGERL1BO pic.twitter.com/UpkBOZEEAt
— ABC News (@ABC) October 30, 2017
შესაბამისი ბრალდებას, 27 ოქტომბერს დაეთანხმა კოლუმბიის ოლქის ფედერალური სასამართლოს კოლეგია, - წერს ABC. ფიგურანტების სახელების და ბრალდების დეტალების შესახებ მაშინ არ თქმულა.
30 ოქტომბერს, The New York Times-მა გამოძიებაზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრალი მანაფორტს და გეითს წარუდგინეს. მანაფორტი და გეითსი ხელისუფლებას ჩაბარდნენ. CNN-ის ცნობით, მათ რამდენიმე საათში ვაშინგტონის სასამართლოში მიიყვანენ.
მილიარდერი პოლ მარაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბს 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ის გუნდიდან მას შმდეგ წავიდა, რაც გაირკვა, რომ მარაფორტი ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა და აშშ-ში უკრაინის „რეგიონების პარტიის“ ინტერესებს ლობირებდა. ის ასევე მუსაობდა რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან. როგორც Associated Press-ის წერდა, მას შეეძლო დერიპასკას და რუსეთის პრეზდენტის ინეტერესების ლობირება. დერიპასკამ ეს ინფორმაცია უარყო და Associated Press-ს უჩივლა კიდეც, მაგრამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილეს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ მიმდინარე გამოძიების სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა პირველი ბრალდებები წამოაყენა საქმის ერთი ან რამდენიმე ფიგურანტის მიმართ. მედიის ცნობით, ამ ბრალდების დეტალები იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება ამ კვირაში გამოაქვეყნოს.
19 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული სპეცსამსახურები პოლ მანაფორტის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ. მედიის ცნობით, 9 აგვისტოს ფედერალურმა აგენტებმა მანაფორტის სახლი გაჩხრიკეს.





