27 ოქტომბერი 2017, 18:23
ესპანეთმა კატალონიის ავტონომია გააუქმა
მსოფლიო

გაზიარება
ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც კატალონიის ავტონომიური მმართველობა მადრიდის უფლებამოსილებას დაექვემდებარება.
უახლოეს დროში, ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი მინისტრთა კაბინეთის საგანგებო სხდომას გამართავს, რათა გადაწყდეს ზომები, რომლებსაც კატალონიასთან მიმართებით გამოიყენებენ.
რამდენიმე წუთის წინ კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა.





