შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკაში სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა
მსოფლიო

მარგოტ ვალსტრემი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრემმა მედიასთან სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ისაუბრა, რომელიც პოლიტიკაში ხდება. ამის შესახებ Aftonbladet-ი წერს.
"მე თვითონ აღმოვჩნდი მგავსი ფაქტების წინაშე"- ამბობს პოლიტიკოსი.
შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით მხარი დაუჭირა კამპანიას #metoo, რომელიც მსახიობმა ალისა მილანომ წამოიწყო.
კამპანია ამერიკელი პროდუსერის ჰარვი ვაინშტეინის ირგვლივ აგორებულ სკანდალს მოჰყვა.
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ვაინშტაინის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა. ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმ.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, რამდენიმე დღის წინ კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. ამასთან ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.
კამპანიას სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლებიც შეუერთდნენ.





