17 ოქტომბერი 2017, 22:50
პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხმა 40-ს გადააჭარბა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ nbcnews-ი წერს.
სამოქალაქო თავადაცვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა 7 დაკარგული ადამიანიდან 6-ის ცხედარი უკვე იპოვეს.
შაბათის შემდეგ ქვეყანაში ხანძრის 500 კერა დაფიქსირდა. მათგან 50 ამ დრომდე აქტიურია. სტიქიამ ასობით სახლი გაანადგურა. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია 12 საავტომობილო გზა.
ხანძართან საბრძოლველად მობილიზებულია 4 000 მეხანძრე და სამხედროები.





