რუსული ბიზნესისგან ტრამპის შტაბის დაფინანსების მექანიზმი გაიშიფრა
მსოფლიო

ოლეგ დერიპასკა
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენისგან, ოლეგ დერიპასკასგან 60 მილიონი დოლარი ოფშორიდან მიიღო, როგორც კრედიტი. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი NBC News-ი ჰონგკონგის ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
დერიპასკას კომპანია Oguster Management-მა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, 26 მილიონი დოლარის კრედიტი გასცა კომპანიაზე Yiakora Ventures, რომელიც მანაფორტთან არის კავშირში. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ეს თანხა გაიცა როგორც სესხი მოთხოვნამდე.
“კაიმანის კუნძულებსა და კვიპროსში გაცემული ფინანსური დოკუმენტების თანახმად, კრედიტების ჩათვლით, საქმიანი ოპერაციების მოცულობამ სრულად 60 მილიონი დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია არხის მასალაში.
ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ Oguster Management-მა 7 მილიონიანი კრედიტი თავდებისა და გირაოს გარეშე გასცა მანაფორტის მიერ კონტროლირებად სხვა კომპანიაზე - LOAV Advisers Ltd.
დარჩენილი 27 მილიონი დოლარიც ტრამპის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულმა კომპანიამ Jesand LLC- მ მიიღო, რომელიც ამერიკის შტატ დელავერშია რეგისტრირებული. ამ კომპანიის სახელწოდება მანაფორტის ქალიშვილების სახელებისგან შედგება. მის შვილებს ჯესიკა და ანდრეა ჰქვიათ.
ვაშინგტონმა არაერთხელ დაადანაშაულა ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევის გამო. კრემლში ამ ბრალდებებს, ცხადია, უარყოფენ.





