საფრანგეთში კუნძულზე ცხოვრების მსურველებს ეძებენ
მსოფლიო

კემენესი საფრანგეთი
საფრანგეთის ხელისუფლება, ეძებს ოჯახს, რომელიც თანახმაა იცხოვროს დაუსახლებენ კუნძულ კემენესზე. წყვილმა, რომელიც იქ მანამდე 10 წელი ცხოვრობდა, გადაწყვიტა, რომ ცივილიზაციას დაუბრუნდეს. ამის შესახებ BBC წერს.
კემენესი ბრეტანის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს და თითქმის სულ ქვიშით არის დაფარული. აქ ცხოვრობენ ზღვის ლომები, ზღვის ფრინველები, კურდღლები, შავი ჯუჯა ცხვრების ფარა და სხვა. ერთადერთი რაც კუნძულს აკლია - ადამიანებია.
კუნძულზე ადამიანები სულ მცირე 1000 წელი ცხოვრობდნენ, თუმცა 25 წლის წინ, ტერიტორია მთლიანად დაიცალა. ფრანგულმა საზღვაო კომპანია Conservatoire du Littoral-მა ეს კუნძული მალევე იყიდა, თუმცა იქ აღარ მოაწყო გასართობი ატრაქციონები, არამედ დატოვა ის ფერმა, რომელიც მანამდე გაშენდა.
2007 წელს, დევიდ და სუიზიკ კიუსნიე, კემენესზე დასახლდნენ და კუნძულის მოვლა დაიწყეს. 10 წლის შემდეგ, ოჯახს უკვე შვილებიც შეეძინა და მათთვის ამჟამად უფრო მოსახერხებელია ქალაქში ცხოვრება.





