მარკო რუბიო ტრამპზე: მისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა, გაეკეთებინა ის, რასაც მანამდე არაერთი პრეზიდენტი აკეთებდა - თვალი დაეხუჭა ირანის საკითხზე და ეს პრობლემა მომდევნო პრეზიდენტისთვის გადაებარებინა. მაგრამ ტრამპი ასე არ მოიქცა
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპს ირანის პრობლემა შეეძლო არ მოეგვარებინა და თვალი დაეხუჭა.
თუმცა, როგორც რუბიომ აღნიშნა, ტრამპმა პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა. როგორც რუბიომ აშშ-ის პრეზიდენტის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე თქვა, ხალხმა ტრამპი რთული გადაწყვეტილებების მისაღებად აირჩია.
„ტრამპი რთული გადაწყვეტილებების მისაღებად აირჩიეს. ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელთა მიღებაც რთულია.
მისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა, გაეკეთებინა ის, რასაც მანამდე არაერთი პრეზიდენტი აკეთებდა - თვალი დაეხუჭა ირანის საკითხზე და ეს პრობლემა მომდევნო პრეზიდენტისთვის გადაებარებინა.
მაგრამ ტრამპი ასე არ მოიქცა. ის ამ გამოწვევას დაუპირისპირდა, რადგან ირანს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განადგურება კი არ სურს, არამედ ჩვენი ცხოვრების წესის მოსპობა და ჩვენი შვილების საფრთხეში ჩაგდება.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც პლანეტის ყველაზე რადიკალურ რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს“, - განაცხადა რუბიომ.





