მაკრონი ევროპის ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით, რომ ევროპის ერთიანი შეიარაღებული ძალები შეიქმნას თავის საერთო თავდაცვის ბიუჯეტით. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
“მომავალი ათწლეულის დასაწყისში ევროპისთვის საჭირო გახდება სწრაფი რეაგირების ერთიანი ძალები, ერთიანი თავდაცვითი ბიუჯეტი და მოქმედების ერთიანი დოქტრინა“, - განაცხადა მაკრონმა სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას. ამასთან, მან ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ეროვნულ არმიაში სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიღებაც შესთავაზა.
მაკრონი სამოქალაქო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნასა და საზღვრების ერთობლივი ძალებით დაცვასაც მოითხოვს.
საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივ პროექტებზე მოლაპარაკება უკვე დაიწყეს. მაკრონმა გერმანიასთან "ნდობის ალიანსის" შექმნის სურვილი უკვე გამოთქვა.
თავდაცვის სფეროში საფრანგეთთან მჭიდრო ურთიერთობას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი ემხრობა, კერძოდ კი სამხედრო კავშირის შექმნას. მინისტრის თქმით, Brexit -ის რეფერენდუმმა და ამერიკის არჩევნებმა მათ თვალი აუხილა. მისი აზრით, ევროპელებმა საკუთარ უსფრთხოებას თავად უნდა მიხედონ.





