19 სექტემბერი 2017, 20:43
მედია: ამერიკული სპეცსამსახურები ტრამპის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს უსმენდნენ
მსოფლიო

გაზიარება
დონალდ ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირის გამოძიების ფარგლებში ამერიკული სპეცსამსახურები მისი წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს უსმენდნენ. ამის შესახებ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით CNN-ი იუწყება.
მედიის ცნობით, მანაფორტის მოსმენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩვნებამდე დაიწყო, თუმცა ტრამპის გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდა.
CNN-ის ცნობით, სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ მანაფორტმა რუსეთის წარმომადგენლებს ტრამპის კამპანიაში დახმარება სთხოვა, თუმცა რაში მდგომარეობდა ეს დახმარება, არ სახელდება.





