აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ
მსოფლიო

აშშ და სამხრეთ კორეა ოქტომბრის დასაწყისში მორიგი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. სამხედრო სასწავლო ოპერაციაში ამერიკული ატომური ავიამზიდებიც მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას Sputnik International-ი ავრცელებს.
სწავლების მიზანია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების განეიტრალება.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ლიდერმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მიმართულებით მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, სიტუაცია სატელეფონო საუბრისას განიხილეს და ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
12 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე დაწესდა.





