29 აგვისტო 2022, 19:36
ოლაფ შოლცი: გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება
მსოფლიო

ოლაფ შოლცი
ფოტო: Reuters
გაზიარება
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
„ჩვენი ევროპა გაერთიანებულია მშვიდობითა და თავისუფლებით და ღიაა ყველა ევროპელი ერისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიამ ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა უკანასკნელ თვეებში უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის საკითხში.
„საიმედოდ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას და უპირველეს ყოვლისა, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.





