Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 3 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
მსოფლიო

ფოტო: REUTERS
აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 3 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალური განცხადება 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაკეთდება.
აღსანიშნავია, რომ 19 აგვისტოს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისათვის 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს დამატებით რაკეტებს ამერიკული Himars-ის საარტილერიო სისტემებისთვის.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯამში 10.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.





