მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ძმა სახლიდან გამოსვლისას დააკავეს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
მიხეილ სააკაშვილი ძმის, დავით სააკაშვილის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, - facebook-ის პირად გვერდზე დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
„როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან. მობილური ჯგუფების მიზანია საზღვარზე არ შემიშვან და პასპორტი წამართვან. საზღვარზე შეხვედრამდე!“, - აცხადებს სააკაშვილი.





