აშშ-მა რუსეთს სან-ფრანცისკოში საკონსულოს დახურვა მოსთხოვა
მსოფლიო

აშშ-მა რუსეთისგან სან-ფრანცისკოში მდებარე გენერალური საკონსულოს დახურვა მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა გააკეთა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
გარდა ამისა, მუშაობა უნდა შეწყვიტოს 2-მა საკონსულო ობიექტმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. რუსულ მხარეს ვადა 2 სექტემბრამდე აქვს.
უფრო ადრე რუსულმა მხარემ აშშ-ს რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის 755-დან 455 თანამშრომლამდე შემცირება შესთავაზა. სწორედ ამდენივე ადამიანი მუშაობს აშშ-ში მდებარე რუსულ დიპლომატიურ უწყებებში.
რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ზომები ანტირუსული პოლიტიკისა და სანქციებზე პასუხი გახდა,





