სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების დრო დაასახელა
მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების თარიღი დაასახელა. ის აცხადებს, რომ პოლონეთიდან კიევში 10 სექტემბერს ჩავა და ითხოვს, რომ მისი დაბრუნება “ცირკად არ გადააქციონ“.
სააკაშვილის პირდაპირი ეთერი მის Facebook გვერდზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში ჩასვლის თარიღს ასახელებს. ასე მოხდა გასულ თვეშიც, როდესაც სააკაშვილი ჯერ აცხადებდა, რომ ამერიკიდან კიევში 28 ივლისს დაბრუნდებოდა, თუმცა იმავე დღეს გადაიფიქრა და განაცხადა, რომ ამას პირველი შესაძლებლობისთანავე გააკეთებდა.





