სამხრეთ კორეა აშშ-ს დახმარებას სთხოვს
მსოფლიო

მუნ ჯე ინი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ამერიკელ მოკავშირეებს, ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, დახმარებას სთხოვს. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა, ამერიკელ დიპლომატს გენ ჯოსეფ დანფორდს განუცხადა, რომ სიტუაცია დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს და "თავი უნდა ავარდოთ, უხეშ გამონათქვამებს".
დანფორდის თქმით თუ აშშ-ის დიპლომატია არ იმუშავებს, მზადდება სამხედრო ვარიანტიც.
დღეს, ჩინეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეიდან გარკვეული პროდუქციის შეტანაზე აკრძალვა დააწესა.
5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს.





