ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეიდან პროდუქციის შეტანა აკრძალა
მსოფლიო

პეკინი, ჩინეთი
ჩინეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, 15 აგვისტოდან ჩრდილოეთ კორეიდან გარკვეული პროდუქციის შეტანაზე აკრძალვას აწესებს. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს.
„15 აგვისტოდან ჩრდილოეთ კორეიდან ნახშირის, რკინის, რკინის მადნის, ტყვიის, ტყვიის მადნის და ზღვის პროდუქტების შემოტანა სრულად იკრძალება,“- ნათქვამია განცხადებაში.
5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს.
რეზოლუცია ეხება ჩრდილოეთ კორეიდან იმპორტს - კერძოდ რკინის, ქვანახშირის, ტყვიის, ნახშირბადისა და ზღვის პროდუქტების აკრძალვას. გარდა ამისა, ბანკის ანგარიში გაეყინათ ფხენიანის საგარეო სავაჭრო გემებს, რომლებმაც გაეროს რეზოლუცია დაარღვიეს. მათ აეკრძალათ ყველა სახელმწიფოს პორტში შესვლა.
აშშ-მ რეზოლუციის პროექტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც 28 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.





