კერძო წყალქვეშა ნავის მფლობელი ჟურნალისტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
მსოფლიო

კოპენჰაგენში მსოფლიოში უდიდესი კერძო წყალქვეშა ნავის მფლობელი და გამომგონებელი პეტერ მედსენი დააკავეს. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
46 წლის პეტერ მედსენის წყალქვეშა ნავი დანიის წყლებში ჩაიძირა. მისი მტკიცებით, ჩაძირვა ბალასტის ცისტერნის პრობლემამ გამოიწვია. გამოძიება ვარაუდობს, რომ პეტერ მედსენს ცურვის დროს თან ახლდა შვედი ჟურნალისტი ქალი, კიმ უოლი, რომელიც გამომგონებელზე სტატიას ამზადებდა. ჟურნალისტი გაუჩინარდა.
პეტერ მედსენი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი ხმელეთზე წყალქვეშა ნავის ჩაძირვამდე რამდენიმე საათით ადრე გადავიდა. პოლიცია მოწმეებს ეძებს.
სამძებრო ოპერაციებში მყვინთავებიც მონაწილეობენ.
ჟურნალისტი კიმ უოლი თანამშრომლობდა ბევრ ცნობილ გამოცემასთან. მის სტატიებს აქვეყნებდნენ The Guardian, The New York Times, Vice, The South China Morning Post.
Den svenske journalist, der er forsvundet i forbindelse med ubåden Nautilus' forlis, er Kim. Peter Madsen er sigtet for drab pic.twitter.com/V4i2kVi56A
— News7Danmark (@News7Danmark) August 12, 2017





