გუამის ხელისუფლება მოსახლეობას ბირთვული თავდასხმის წინააღმდეგ ამზადებს
მსოფლიო

გუამი
კუნძულ გუამის ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის მოამზადა ინსტრუქცია იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი დაიწყება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაწერილია ყველა ნაბიჯი, რომელიც მოსახლეობამ უნდა გადადგას შესაძლო ბირთვულ თავდასხმამდე, თავდასხმის დროს და თავდასხმის შემდეგ. ეს პრაქტიკული რჩევებია.
"არ შეხედოთ აფეთქებას ან ცცხლოვან ბურთს, მან შეიძლება დაგაბრმავოთ. გადაიფარეთ ყველაფერი რამაც შეიზლება დაგიცვათ. გაიხადეთ ტანსაცმელი, რათა არ გადაიტანოთ რადიოაქტიური მასალა. ტანსაცმლის გარეთა ფენას შეუძლია რადიოაქტიური მასალის 90%-ი მოგაშოროთ", - ნათქვამია ინსტრუქციაში.
რეკომენდაციებში მითითებულია ასევე შხაპის სწორად მიღების, რადიოაქტიური ნალექისგან თავის დაცვის და შემდგომი ინსტრუქციების მიღების გზები.
გუამზე დაახლოებით 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე, წყნარ ოკეანეში აშშ-ის ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზაა.





