ტრამპმა მომავალი პრესმდივნის ვინაობა დაასახელა
მსოფლიო

შონ სპაისერი
დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის ვინაობა დაასახელა. მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას, მის პრესმდივნად შონ სპაისერი იმუშავებს, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით წამყვან თანამდებობებზე დაინიშნებიან ჰოუპ ჰიქსი, ჯეისონ მილერი და დენ სკავინო.
ჰიკსი და მილერი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მისი სპიკერები იყვნენ. სპაისერი კი რესპუბლიკური ნაციონალური კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორი იყო.
რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მომავალ მაღალჩინოსნებს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას რაინს პრიბასი უხელმძღვანელებს, გენერალური პროკურორი სენატორი ჯეფ სეშნსი გახდება, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი კონგრესმენ მაიკ პომპეოს შესთავაზეს. პენტაგონის შეფი გენერალი ჯეიმს მატისი გახდება, შინაგან საქმეთა მდივანი რაიან ზინკე, სახელმწიფო მდივანი კი ExxonMobil-ის მმართველი რექს ტილერსონი.





