აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: TASS
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეხვედრა პრესისთვის დახურული ფორმატით მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინულ მხარეს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
როგორც რუსული მედია წერს, ბოლოს სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარე წლის 18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა.





