27 ივლისი 2017, 12:21
კიევში სააკაშვილის პარტია აქციას გამართავს
მსოფლიო

კიევი, უკრაინა
გაზიარება
კიევში, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" აქციას გამართავს.
"ხელისუფლების თვითნებობის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ სახეში ცინიკურად გვაფურთხებენ, რომ ჩვენი უფლებები მათთვის არაფერს ნიშნავს, ვიკრიბებით მაიდანზე. უკრაინის დროშით, პასპორტით, კონსტიტუციით", - წერია პარტიის განცხადებაში.
"ვიბრძოლებ ჩემი კანონიერი უფლებისთვის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. მან უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს მიიღო, რის გამოც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.





