21 ივლისი 2017, 08:13
მიწისძვრას საბერძნეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო
გაზიარება
ძლიერ მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ კოსზე 2 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა დანგრეული შენობიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს.
თურქეთის ქალაქ მუგლაში ჰოსპიტალიზებულია რამდენიმე ადამიანი. რამდენიმე ადამიანი ფანჯრიდან გადახტომისას დაშავდა. ბოდრუმის საავადმყოფოში 70-მდე ადამიანი მიიყვანეს.
6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო, თურქეთის კურორტ ბოდრუმიდან 10,3 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16,2 კილომეტრის დაშორებით.
მიწისძვრამ ნგრევა და მცირე ცუნამი გამოიწვია.





