ტრამპის და პუტინის შეხვედრა ჰამბურგში ნახევარ საათს გაგრძელდება
მსოფლიო

Hamburg Messe
რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დღეს ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართება, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ტრამპის ვიზიტის პროგრამის მიხედვით შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:45 სთ-ზე (თბილისის დროით 17:45 სთ.) დაიწყება Hamburg Messe-ში (ჰამბურგის საგამოფენო ცენტრში). შეხვედრა შედგება გაფართოებულ ფორმატში და არა ერთი-ერთზე.
Hamburg Messe-ს ტრამპი 16:20 საათზე (თბილისის დროით, 18:20 სთ) დატოვებს.
აქამდე არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო.
გუშინ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ ესმის, როგორ მოახერხებს ვაშინგტონი ურთიერთობის აღდგენას. ანალოგიური პოზიცია გამოხატა სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმაც.
მოსკოვი მოლაპარაკებების შესაძლებლობას ორ პრეზიდენტს შორის რამდენიმე თვეა განიხილავს. პროვე მხარემ შეხვედრის შესახებ ივნისის ბოლოს დაადასტურა. კრემლის მონაცემებით პრეზიდენტები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, სირიის კონფლიქტს და სიტუაციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. თეთრ სახლში კი ყურადღებას სირიის პრობლემატიკაზე ამახვილებენ.





