www.imedi.ge
გვინეაში 2016 წლიდან პირველად ებოლათი გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
გვიანეაში ებოლას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ხუთს კი ვირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ეს ქვეყანაში ამ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევებია. ჯანმრთელობის ორგანიზაციაში განაცხადებს, რომ სააგენტო ვირუსის პოტენციური აფეთქებისთვის საპასუხო ზომებს ამზადებს.
2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემია სწორედ გვინეაში დაიწყო. ვირუსთან ბრძოლისთვის რამდენიმე ვაქცინა შეიქმნა, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსის აფეთქებასთან ბრძოლისთვის გამოიყენება.





