ბერლინში ჩატარებული სპეცოპერაცია
მსოფლიო

გერმანელმა სამართალდამცველებმა ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორის, 24 წლის წარმოშობით ტუნისელი ანის ამრის ასაყვანად სპეცოპერაცია ჩაატარეს.
სპეცდანიშნულების რაზმებმა ორი ბინა შტურმით აიღეს, თუმცა არცერთ მათგანში ეჭვმიტანილი არ აღმოჩნდა.
სპეცოპერაციის დროს წინააღმდეგობის გაწევისთვის პოლიციამ ერთ-ერთი მცხოვრები აიყვანა.
გერმანიის მთავრობამ ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 100 ათასი ევრო დააწესა.
დღეს დილით ოპერაცია ჩატარდა ბერლინში, დორტმუნდში და ემერიხში. გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ოთხი პირის დაკავება დაადასტურა, რომლებიც კონტაქტზე იმყოფებოდნენ 19 დეკემბერს, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილთან, - იუწყება გერმანული მედია.





